|
2023-05-17 13:18:12, 585 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოსთან ხორცის კალათბურთის ფარი დადგეს
2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან 10 წლისთავზე საქართველოს საპატრიარქოსთან ხორცის კალათბურთის ფარი დადგეს. ამის შესახებ ინფორმაციასა და შესაბამის ფოტოს არტისტი ანდრო დადიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ანდრო დადიანის განცხადებით, 17 მაისი "ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა" და ხორცის კალათბურთის ფარი განთავსდა, როგორც "მათი მეტაფორული პორტრეტი". "10 წელი გავიდა 2013 წლის 17 მაისიდან, ტრაგიკულ მოვლენებს სახელებს ვერ ვარქმევთ ხოლმე და ასეთი უსახელო დღეა ჩვენს უახლეს ისტორიაში 17 მაისი, როგორც 9 აპრილი, 7 ნოემბერი, 20 ივნისი, 13 ივნისი და ა.შ. ეს დღე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა. იმ დღით სასოწარკვეთამ დამაკარგინა მეც სახე და მაქცია ნიღბიან, ფსევდონიმიან ადამიანად. ადამიანებს მენტალურად, ეკონომიკურად, სოციალურად გატყავება და გამოშიგვნაა ამ ინსტიტუციის საქმეა, ამიტომ საპატრიარქოს ჭიშკართან, მეგობართან ერთად, დავდგი ხორცის კალათბურთის ფარი როგორც მათი მეტაფორული პორტრეტი. ჰომოფობია ქართველი ადამიანის კულტურული საჭიროება კი არა, ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის გამოკვეთის საშუალებაა. აქ თანასწორობა დასავლური, ხოლო ანტილგბტ მოძრაობები რუსული, იმპერიალისტური პოლიტიკის ნიშანია, ამ დაპირისპირებაში ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადამიანის მხარდაჭერის ნაცვლად პოლიტიკური პოზიცია დაიკავა და საკუთარი ერის მოწინააღმდეგე სტრუქტურულ მოძალადედ ჩამოყალიბდა. ჩვენ უნდა გამოვათრიოთ დუმილით ძალმოსილი ეს დღის წესრიგი საჯარო სივრცეში, ხშირი დისკუსიით თავიდან უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობები საზოგადოებრივი საჭიროების მიხედვით მას მაშინ, როცა სასულიერო პირები ზემოთ და ზემოთ ხტებიან, ახალ სიმაღლეებს იპყრობენ ადამიანისა და სიცოცხლის მნიშვნელობის მოსპობაში",- წერს ანდრო დადიანი "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)