09:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 11:21:12, 1390 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებასა და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ამის შესახებ BBC უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

"ცალკეული "ტელეგრამ-არხებით" გავრცელებული განცხადებები საკონტაქტო ხაზის სხვადასხვა ნაწილში თავდაცვის გარღვევის შესახებ არ შეესაბამება რეალობას“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება ბახმუტში არსებულ ვითარებას, უწყება განცხადებაში უთითებს, რომ ქალაქის მიმართულებით უკრაინელების 8 შეტევა მოიგერიეს.

"საიერიშო რაზმები ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით აგრძელებენ არტემოვსკის დასავლეთ ნაწილის (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ბახმუტს - რედ.) გათავისუფლებას",- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გუშინ, 11 მაისს გაავრცელა.

უკრაინის მიერ ბახმუტთან თავდაცვის ზღუდის გაარღვევის შესახებ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინიც საუბრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics