09:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 11:24:33, 1854 ნახვა

ომი უკრაინაში
მალიარი - ჩვენი ძალები 2 კმ-ით წინ წავიდნენ, ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს

ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს, ჩვენი ძალები 2 კმ-ით წინ წავიდნენ,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Telegram-ზე წერს.

მალიარის თქმით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები საკუთარ თავს აქებენ, საუბრობენ სავარაუდო წარმატებებზე და იგონებენ ისტორიებს უკრაინის სამხედრო სარდლობის შესახებ.

„მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები, განიცადა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი, ჩვენმა დამცველები ბახმუტის მიმართულებით 2 კმ წინ წავიდნენ, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“,- წერს მალიარი.

მისივე თქმით, ოკუპანტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იარაღის დეფიციტის შესახებ, რათა რეალური მდგომარეობა გაამართლონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics