|
2023-05-08 12:06:54, 765 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ დიდ დიღომში დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიდ დიღომში, გიორგი გეხტმანის I შესახვევის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. თბილისის მერიის ცნობით, კომპანიის 25-მა თანამშრომელმა მეორადი საბურავები გაიტანა და დანაგვიანებული ადგილები სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდა. მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. „თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს და კერძო კომპანიებს მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განათავსონ, რომლის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50. რაც შეეხება მეორად საბურავებს, საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ იმ კომპანიებს, რომლებიც საბურავების გადამუშავების სპეციალურ ნებართვას ფლობენ. მსგავსი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას მოქალაქეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც შეძლებენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)