12:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 11:13:51, 1949 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებები განათავსა

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) მე-4 ენერგობლოკის ტურბინის განყოფილებაში სამხედრო ტექნიკა და ასაფეთქებელი ნივთიერებები მოათავსეს. 

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა მარეგულირებელმა ინსპექციამ, 2 მაისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლებთან ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს. 

"ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსი ოკუპანტები სამხედრო ტექნიკას, იარაღს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ათავსებენ ZNPP-ის No4 ენერგობლოკის ტურბინის განყოფილებაში“,- აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, რუსეთის ასეთი ქმედებები საზიანოა ZNPP-ის სამრეწველო ობიექტზე ატომური დანადგარების ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისთვის და საფრთხეს უქმნის როგორც ატომური ელექტროსადგურის პერსონალს, ასევე ახლომდებარე ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს.

სახელმწიფო ინსპექციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინოს აგრესორზე, კერძოდ, მკაცრი სანქციები გამოიყენოს რუსეთის ატომური ინდუსტრიის საწარმოებისა და მათთან დაკავშირებულ პირებზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics