10:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 14:52:46, 1478 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია

კერძო დაზღვევას საქართველოში 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ეს არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აგენერირებს დაახლოებით 1 მლრდ ლარის სადაზღვევო პრემიას და დასაქმებულია 4,000 - მდე პროფესიონალი. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დაზღვევის დღე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია. გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სადაზღვევო სფეროს ე.წ. „ესტონური მოდელით" დაბეგვრის შესახებ."

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელთა შემუშავებაშიც აქტიურად არის ჩართული კერძო სადაზღვევო სექტორიც. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი კერძო საპენსიო შენატანების შესახებ. მისი თქმით, საუბარია ე.წ. მესამე პილარზე, რომელიც მთლიანად არის აწყობილი სადაზღვევო პრინციპებზე და წამყვანი მოთამაშეები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და სადაზღვევო ინდუსტრია აქტიურად მუშაობს ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე, რომელიც მოკლე ვადაში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics