14:32 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-29 16:05:17, 1040 ნახვა

საზოგადოება
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს, აქციას პოლიტიკოსები, აქტივისტები და სტუდენტებიც შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადების თანახმად, 16:00 საათისთვის მსვლელობა დაიწყება პარლამენტისკენ, სადაც გაკეთდება განცხადებები, შემდეგ კი ისევ მთავრობის ადმინიატრაციიაკენ გადმოინაცვლებენ.

მათი მოთხოვა უცვლელია, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანა.

"ჩვენ გვინდა, მოსახლეობამ გააგებინოს [ხელისუფლებას] რომ ჩვენ მარტო არ ვართ, გარიყულები არ ვართ, როგორც თვითონ გაგვრიყეს, მხარში გვიდგანან და შეძახილებით და ხმაურით გვინდა მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სასწრაფოდ დაუნიშნონ ჩვენს ბავშვებს წამალი. ჩვენ ვართ სრულიად წმინდა, ბავშვური საყვარელი ადამიანები და მიგვიღეთ როგორიც ვართ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics