|
2023-04-27 13:35:03, 1119 ნახვა
საზოგადოება
შსს - 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში თავშესაფარი 291-მა უცხოელმა მოითხოვა
2023 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნის 291-მა მოქალაქემ ითხოვა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში საქართველოდან 55 უცხოელი გააძევეს. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში:
შსს-ს ცნობითვე, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 291 უცხოელი დარეგისტრირდა. საიდანაც 24 რუსეთის, 68 უკრაინის, 49 ირანის, 29 თურქეთის, 11 ინდოეთის მოქალაქეები არიან. თავშესაფარი მოითხოვა ასევე 10-მა მოქალაქემ, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია, 2 - მოქალაქეობის არმქონეა, ხოლო 4 ორმაგი მოქალაქეობის მქონე.
გარდა ამისა, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში განხილულ იქნა რეადმისიის [საქართველოში დაბრუნების] 1 196 განაცხადი, აქედან თანხმობა მიეცა 1 190 პირს [მათ შორის 273 არასრულწლოვანია].
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)