|
2023-04-27 12:14:52, 870 ნახვა
საზოგადოება
გლდანის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69–70 კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ კორპუსებთან (N100 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარედ) სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. “ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 350 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)