|
2023-04-27 12:08:31, 878 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. ვიზიტორთა ცენტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, დავით იოსებაშვილთან და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორთან, თობიას მიუნხმაიერთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტორთა ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობები ვიზუალური და ხმოვანი მასალებით, რომელთა მეშვეობით ვიზიტორები ინფორმაციის მიღებას ინტერაქტიულ რეჟიმშიც შეძლებენ. „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ვიზიტორზე. აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ვიზიტორთა დაინტერესებას კონკრეტული რეგიონით, რაც დადებითად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)-ის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, მათ შორის ტექნიკური განხორციელება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა უზრუნველყო.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)