13:34 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 22:14:34, 1001 ნახვა

პოლიტიკა
ფუკუიამა - ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს

ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, - ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროკავშირში წევრობა და მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა არ დასაჯოს საქართველო ამ ქმედებების გამო, მაგრამ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელნი არიან.

მან დასძინა, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა საუკეთესო გარანტიაა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

"ეს საქართველოს მთავარი პრობლემაა, კონკრეტული ოლიგარქის გავლენა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. აკეთებენ ყველაფერს, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროკავშირში წევრობა. როგორც ეპყრობიან სააკაშვილს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა არ დასაჯოს საქართველო, მაგრამ დასაჯონ ის ხალხი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამაში. მე ვფიქრობ, რომ სანქციები კონკრეტულ ინდივიდებს უნდა შეეხოს, ვინც საქართველოს წინააღმდეგაა.

საქართველოს ევროკავშირში წევრობა საუკეთესო გარანტიაა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ბევრ საკითხზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში", - განაცხადა ფუკუიამამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics