|
2023-04-26 19:49:29, 919 ნახვა
საზოგადოება
სილვიო დომენტე ვოზორიტიდზე - ჯერჯერობით, მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არის საკმაოდ შეზღუდული
„სამწუხაროდ ჯერჯერობით, მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არის საკმაოდ შეზღუდული“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მისი განმარტებით, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია არსებობს და მრავალ ქვეყანაში მისი დანერგვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. „დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა ბავშვების მკურნალობას ამ კონკრეტულ პრეპარატზე, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ეს მედიკამენტი. მსჯელობა იყო, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად კომპლექსური საკითხია და რამდენი რამე უნდა იყოს გათვალისწინებული. სამწუხაროდ ჯერჯერობით, მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არის საკმაოდ შეზღუდული. რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები. რთული პროცესია, რომ ეს წამალი იყოს რეგულირებული და დამტკიცებული საქართველოში. ამისთვის უნდა შეფასდეს პრეპარატის კლინიკური ეფექტურობა. ასევე გასათვალისწინებელია ხარჯთეფექტურობა. მედიკამენტის აღიარება არის პირველი ეტაპი. ეს არ ნიშნავს პროცესის დასრულებას. ხელმისაწვდომი რომ გახდეს კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. ის ფაქტი რომ პრეპარატი იქნება აღიარებული, არ ნიშნავს, რომ უცბად იქნება შესაძლებელი ადგილზე იყოს ხელმისაწვდომი და იყოს ანაზღაურებული“,-განაცხადა სილვიუ დომენტემ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შექმნა საბჭო, რომელიც განხილავს საკითხს, რომ წამალი იყოს ხელმისაწვდომი, მუშაობენ იმაზეც, თუ როგორ უნდა გახდეს აღიარებული და ხელმისაწვდომი. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ის, რომ ქვეყანამ დაიწყო მწარმოებელთან მოლაპარაკებები. მკურნალობაში პრეპარატის გარდა არსებობს ქირურგიული ჩარევა, ჰორმონალური მკურნალობა და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება. ამისთვის, კი პირველ რიგში პაციენტები უნდა იყვნენ კარგად გამოკვლეულები , იმისთვის რომ გამოჩნდეს, რა მდგომარეობა, კლინიკური სიტუაცია და აღწერილობა აქვთ მათ“,-განაცხადა სილვიუ დომენტემ.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)