18:09 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 00:08:28, 1091 ნახვა

საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - აქონდროპლაზიის გართულებების მართვა არის ის, რაც ბავშვებს სჭირდებათ და ამის დაწყება ხვალიდანვე შეიძლება

ქვეყანა მზად არის, აქონდროპლაზიის  გართულების მართვა აიღოს საკუთარ თავზე, მაგალითად, რეაბილიტაცია, ოპერაციული ჩარევები და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაწყება ხვალიდანვე შეიძლება. სწორედ ეს არის ის, რაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ  და მათი მომავალი ცხოვრებისათვის არის მნიშვნელოვანი, - ამბობს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.

რაც შეეხება „ვოსორიტიდის“ ეფექტს, მისი განცხადებით, ეს არ არის პრეპარატი, რომლის ეფექტურობაც 3 და 4 თვეში იკარგება. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დასახელებული დრო, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, არ არის ის ვადა, რომელიც ამ შემთხვევაში, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს.

„პრეპარატის არგამოყენებით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისათვის, რისკი ნამდვილად არ დგება. ეს არის მედიკამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ზრდას. არც გართულებების, არც გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით,  „ვოსორიტიდი“ არაფერს ცვლის. მას აქვს კონკრეტული მიზანი - ძვლების ზომის ზრდა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, არის თუ არა ტკივილის მომხსნელი, კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, ვერ ნახავთ ვერც ერთ მითითებას, რომ მედიკამენტს, რაიმე ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის ტკივილზე“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics