|
2023-04-24 20:35:12, 1088 ნახვა
საზოგადოება
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მოქალაქეების მიერ შეგროვებულ თანხას მრავალშვილიანი დედის ოჯახს გადასცემენ
ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსება, - განაცხადეს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა და საზოგადოების მიერ შეგროვებული თანხის აღებაზე უარი თქვეს, თანხა კი მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს, რომლის შვილიც ასევე აქონდროპლაზიით არის დაავადებული. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ მედიკამენტის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, ვინაიდან ეს არ არის ერთჯერადი მედიკამენტი და იგი პაციენტმა რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა მოიხმაროს. "ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსება ამ მედიკამენტის, ეს მედიკამენტი არ არის ერთჯერადი. ის ბავშვებმა უნდა გაიკეთონ უამრავი წლის განმავლობაში, ამიტომ სახელმწიფოა ვალდებული. ჩვენ ისედაც საკმარისად ვუხდით მათ ჩვენი გადასახადებით, ამიტომ ნება იბოძონ და დაგვიფინანსონ მედიკამენტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველამ, მშობლებმა ერთად, რომ ჩვენ გვყავს ამ ორგანიზაციაში ძალიან გაჭირვებული, უკიდურესად გაჭირვებული, მრავალშვილიანი დედა, უამრავი გართულებით... მარტოხელა დედაა, არ აქვს სახლი, ამიტომ ვუყიდით ყველაფერს, გავახარებთ," - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)