13:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 11:36:41, 2096 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ფიქრობს

„უკრაინელებს არ შეუძლიათ რუსეთის არმიის დამარცხება  და სწორედ, ამიტომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება-არ მიაწოდოს  შეიარაღება უკრაინას, შესაძლოა გადაიხედოს“,-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰედმონდმა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „სკაი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჰედმონდის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მე-20 საუკუნის ტირანივით იქცევა.

"ამ ადამიანმა თავისი ჯარები საერთაშორისო საზღვრის გავლით გაგზავნა და 21-ე საუკუნეში უცხო ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ის მოქმედებდა, როგორც მე-20 საუკუნის ტირანი. ცივილიზებული ქვეყნები ასე არ მოქმედებენ. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შევეგუოთ რუსეთის ამ ზღვარგადასულ ქმედებას," – განაცხადა ფილიპ  ჰედმონდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics