|
2023-04-21 14:18:10, 1347 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება
ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ახალი თავდასხმები თავიდან აიცილოს. "როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება და რომ რუსეთს აღარ შეეძლება, განაგრძოს თავდასხმა და კვლავ ომის წარმოება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ",- უთხრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გერმანიაში ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ესტუმრა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს. თავის მხრივ, სტოლტებერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)