|
2023-04-21 11:49:17, 901 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საკითხები განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტების შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ნარჩენების მდგრადი მართვა და განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, რაც, თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკის მოდელის აღსრულების ინსტრუმენტს და ნარჩენების მართვის მაღალ სტანდარტს წარმოადგენს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. „საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკომეგობრული ტექნოლოგიების შესაბამისობების დადგენისთვის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის გაძლიერებისა და ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების წახალისების მნიშვნელობის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი (PTB), საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე ათწლეულია საქართველოში პროექტებს ახორციელებს მეტროლოგია, სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება და სხვა მიმართულებებით. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)