|
2023-04-21 10:12:09, 1646 ნახვა
მსოფლიო
სუდანში დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სუდანში დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს. გამოცემის ცნობითვე, ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება. შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა. BBC-ის ცნობით, ქალაქში მიმდინარე ბრძოლებს 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან 19 აპრილს, სუდანში, რეგულარულმა არმიამ ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)