20:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 09:44:47, 1412 ნახვა

ომი უკრაინაში
კლიჩკო - კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე, მაგრამ ახლა ბევრად უკეთ არის დაცული

კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე, მაგრამ ახლა ბევრად უკეთ არის დაცული, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, ხელისუფლებამ კიევის აგრესიისგან დაცვის დეტალური პროგრამა შეიმუშავა.

"კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე. კიევი არის გული, კიევი არის დედაქალაქი. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვჭვრიტოთ სხვადასხვა სცენარი, თუნდაც ყველაზე უარესი, რომ თუ ვინმეს შეუძლია და სურს, შეუძლია - ეს დიდი კითხვაა, სურს კიდევ ერთხელ შეუტიოს კიევს, რათა კბილებში დავარტყათ, შემიძლია ასე ვთქვა.

კიევი ახლა ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე ერთი თვის წინ, ვიდრე ექვსი თვის წინ, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ერთი წლის წინ. ახლა არის კონტროლის სისტემა, საგუშაგოების სისტემა, თანამედროვე იარაღი და უკვე ჩვენი შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინათ. ისინი მზად არიან, შეიარაღებულნი არიან და ასევე შემუშავებულია კიევის აგრესიისგან დაცვის უფრო დეტალური პროგრამა", - ამბობს კლიჩკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics