|
2023-04-19 13:44:02, 746 ნახვა
საზოგადოება
მერია - კალოუბნისა და წნორისწყლის ქუჩებზე 17 ივლისის ჩათვლით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში, წნორისწყლისა და კალოუბნის ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 20 აპრილის 09:00-დან 17 ივლისის 18:00 საათამდე იმოქმედებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, 20 აპრილიდან 7 მაისამდე გადაიკეტება წნორისწყლის ქუჩა კახეთის გზატკეცილიდან საცხენისის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძღოლები წნორისწყლის ქუჩის გახსნილ მონაკვეთზე გადაადგილებას შეძლებენ კახეთის გზატკეცილიდან სტან სტორიმანსისა და საცხენისის ქუჩების გავლით; 8 მაისიდან 25 მაისამდე შეიზღუდება მოძრაობა წნორისწყლისა და საცხენისის ქუჩების კვეთაზე. მძღოლები კახეთის გზატკეცილის, სტან სტორიმანსის, საცხენისის, შუამთისა და გიორგი აბაშვილის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ. "სამუშაოების ფარგლებში, 26 მაისიდან 12 ივნისამდე გადაიკეტება წყორისწყლის ქუჩა, საცხენისის ქუჩიდან შუამთისა და წნორისწყლის ქუჩების კვეთის ჩათვლით. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ საცხენისის, შუამთის, თრიალეთის, კალოუბნის, გიორგი აბაშვილის ქუჩებისა და კახეთის გზატკეცილის გამოყენებით; 13 ივნისიდან 30 ივნისამდე გადაიკეტება წნორისწყლის ქუჩა. კერძოდ, შუამთისა და კალოუბნის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი. მძღოლები შუამთის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების საშუალებით იმოძრავებენ. რაც შეეხება პირველიდან 17 ივლისის პერიოდს, სამუშაოები კალოუბნის ქუჩაზე, წნორისწყლის ქუჩის კვეთიდან კალოუბნის N34-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მხოლოდ ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე იწარმოებს, დღის განმავლობაში კი მძღოლები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ. კერძოდ, 17 ივლისის ჩათვლით, ტრანსპორტი ღამის საათებში გადაადგილდება თრიალეთის, შუამთისა და გიორგი აბაშვილის ქუჩების გამოყენებით, დღის განმავლობაში კი, დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზის მთლიანი მონაკვეთი არ ჩაიკეტება და მძღოლები იმოძრავებენ არსებული მარშრუტის შესაბამისად. დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები კალოუბნის N34-ის მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელ გზაზე ჩატარდება. შესაბამისად, ცენტრალურ გზებზე მოძრაობა არ შეიზღუდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)