|
2023-04-19 09:15:03, 1658 ნახვა
მსოფლიო
სუდანში საბრძოლო მოქმედებებს, სულ მცირე, 270 ადამიანი ემსხვერპლა
სუდანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში, სულ მცირე, 270 ადამიანი დაიღუპა და 2 600-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდნობით CNN ავრცელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, დედაქალაქ ხართუმში შეიარაღებულმა პირებმა გაერო-სა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლები დაარბიეს. სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციაში - „ექიმები საზღვრების გარეშე“ (MSF) აცხადებენ, რომ სამედიცინო მასალების, სისხლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობა სუდანში გადარჩენილთა მკურნალობას ართულებს. შეგახსენებთ, ხართუმში, არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს, შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის დაპირისპირება მეოთხე დღეა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)