|
2023-04-18 19:51:45, 908 ნახვა
მსოფლიო
ფაშიანიანი - სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგანაც
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგანაც, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ორი ქვეყანა ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და არ გამოთქვამს ტერიტორიულ პრეტენზიებს. "ფაქტობრივად, ჩვენ ამაზე შევთანხმდით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭში. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგანაც - სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას," - განაცხადა ფაშინიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)