|
2023-04-18 16:41:35, 794 ნახვა
მსოფლიო
Reuters - სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოწოდების შემდეგ, სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ადგილობრივი დროით 18:00-ზე დაიწყება და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ლიდერის, მუჰამედ ჰამდან დაგალომ განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და დაჭრილების ევაკუაციის უზრუნველსაყოფად ცხადდება. ამასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება დედაქალაქის გარშემო შეუძლებელია და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გააფრთხილეს მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ. შეგახსენებთ, სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 185 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 1 500-ს აჭარბებს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაპირსპირებული მხარების წარმომადგენლებთან - სუდანის არმიის მეთაურთან და გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) ხელმძღვანელთან - ინდივიდუალური სატელეფონო საუბრები გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)