|
2023-04-18 11:18:49, 811 ნახვა
მსოფლიო
G7 აპირებს დაბლოკოს რუსული აქტივები უკრაინაში ომის დასრულებამდე
„რუსეთის სუვერენული აქტივები ჩვენს იურისდიქციებში დარჩება მანამ, სანამ არ მოგვარდება რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებული კონფლიქტი“, - ნათქვამია G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა, იაპონიაში შეხვედრის შემდეგ. „კონფლიქტის ნებისმიერმა მოგვარებამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი“, - ნათქვამია დოკუმენტში. G7 ქვეყნები გეგმავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას და მათ განხორციელების მონიტორინგს. გარდა ამისა, ისინი აპირებენ კოორდინირებას, რათა ხელი შეუშალონ რუსეთს იარაღის მესამე მხარის მიერ მიწოდებას და მიიღონ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც აფინანსებს რუსეთის აგრესიას. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა გაყინეს რუსეთის სავალუტო რეზერვები. რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის შეფასებით, სანქციებმა მოსკოვს თითქმის 300 მილიარდი დოლარის წვდომა ჩამოართვა, რაც მისი ოქროსა და სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)