22:31 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 13:50:36, 977 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.

საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ახორციელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ EIB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics