|
2023-04-14 11:54:06, 1242 ნახვა
მსოფლიო
The Guardian - აშშ-მ, შესაძლოა, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესოს
აშშ-ის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ფიგურებისთვის სანქციებს ამზადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. Guardian-ის ცნობით, სანქციების კანონპროექტში დასახელებული იქნებიან ყოფილი მაღალჩინოსნები და მთავრობის მხარდამჭერები, რომლებსაც ვიქტორ ორბანის პარტია - "ფიდესთან" აქვთ კავშირები. გამოცემის ცნობითვე, კანონპროექტი კონგრესს, სავარაუდოდ, მომავალ თვეში წარედგინება, რომელიც ვაშინგტონსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მზადდება. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ სანქციებს უწესებს ორბანთან დაახლოებულ პირებს. 2014 წელს ვაშინგტონმა ბევრ უნგრელ ფიგურას შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა, მათ შორის იყო ეროვნული საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი, ის კორუფციაში დაადანაშაულეს. ჯერჯერობით სანქციების სამიზნე პირების ვინაობა არ სახელდება",- წერს The Guardian-ი. ცნობისთვის, 12 აპრილს აშშ-მ დაასანქცირა ბუდაპეშტში მოქმედი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი (IIB). სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ IIB-ის მმართველის ორი მოადგილე და ყოფილი მმართველი. დასანქცირებული 3 პირიდან 2 რუსეთის მოქალაქეა, 1 კი უნგრეთის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)