18:14 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 13:47:00, 1161 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი კეზერაშვილზე - აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა

აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. 

ელისაშვილის შეფასებით, ოპოზიცია კეზერაშვილისადმი ლოიალურადაა განწყობილი.

"აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია. დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. ოცნება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მარა ნაცები არ უნდა მოვუშვათ!", - წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics