01:01 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 11:16:30, 972 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დელეგაცია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში პორტუგალიის გამოცდილებას გაეცნო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, კარეგერიას ციხეში იმყოფებოდა. მინისტრმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნო და შეხვედრა გამართა პენიტენციური სისტემის გენერალურ დირექტორ რუი აბრუნჰოსა გონსალვესთან. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა; სარეაბილიტაციო, რესოციალიზაციის, დასაქმების, საგანმანათლებლო პროგრამების და სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობადა სხვ.

"ქართულმა დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიიღო პორტუგალიის პენიტენციურ სისტემაში მოქმედი პროექტების შესახებ და პორტუგალიურ მხარეს ქართული ინოვაციები – „რე-მარკეტი" და „ციფრული უნივერსიტეტი" გააცნო. რატი ბრეგაძემ რუი აბრუნჰოსა გონსალვესი საქართველოში ევროპული ტიპის პენიტენციური დაწესებულების – ლაითურის ციხის გახსნაზე მოიწვია. მხარეები თანამშრომლებისათვის ერთობლივი ტრენინგების ორგანიზებაზეც შეთანხმდნენ.

საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას უწყება მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics