01:21 - 26 Jun, 2026
|
2023-04-11 12:10:54, 1530 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელგოროდის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით დრონი დაეცა
რუსეთში ბელგოროდის ოლქში დაუდგენელი დრონი ჩამოვარდა აეროპორტის ტერიტორიაზე და აფეთქდა. - ინფორმაცია დაადასტურა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-მ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. შუხოვის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის დარტყმის შესახებ მანამდე სატელეგრაფო არხები Baza და Shot წერდნენ. მათივე ინფორმაციით, დრონის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობით დაეცა და აფეთქდა, რამაც აეროპორტის ღობე და სასიგნალო კაბელი დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაშავებული არ არის. ოფიციალურად, ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აეროპორტმა შეწყვიტა სამოქალაქო ფრენების მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)