|
2023-04-10 14:26:23, 1295 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ Altera Audit-თან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო რისკების დადგენას სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, Altera Audit-ი მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო აუდიტის ავტომატიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს. პროგრამაში ჩართულ პირველ 100 მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ისარგებლოს საგადასახადო რისკების შემფასებელი პროგრამის ალტერას ერთჯერადი მომსახურებით, საფასურის 70%-ს კი, „საქართველოს ბანკი“ დააფინანსებს. რაც გულისხმობს იმას, რომ ALTERA ბიზნესის საბუღალტრო მონაცემების შესწავლის საფუძველზე შესაძლო საგადასახადო რისკებს დაადგენს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აღნიშნული რისკების პრევენციაში დაეხმარება. ALTERA-ს მომსახურების პროგრამით სარგებლობას VISA ბიზნეს ბარათის მფლობელი კომპანიები შეძლებენ. შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ მითითებულ ბმულს. „საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას და სერვისებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. ამჯერად, ALTERA ბიზნეს მომხმარებლებს ერთჯერად მომსახურებას გაუწევს. Alter Audit-ი უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფაა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სგან, რომელიც კომპანიის საგადასახადო რისკებს აიდენტიფიცირებს, განსაზღვრავს საგადასახადო შემოწმების ალბათობას და მომხმარებლებს აძლევს რეკომენდაციებს ფინანსური აღრიცხვის კუთხით“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი. ინფორმაციისთვის, ALTERA (www.altera.ge) არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს ციფრული მიმართულება. ALTERA-ს მიზანია ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და იმგვარად გამარტივება, რომ მაქსიმალურად კომფორტული, მოსახერხებელი და ხარჯთეფეტური იყოს მომხმარებლისთვის. ALTERA-ს პროდუქტები მორგებულია როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესზე. Altera Audit-ის გარდა Altera მომხმარებელს სთავაზობს ფინანსური ანგარიშგების და ფინანსური ანალიტიკის ავტომატიზაციის პროგრამებს. აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ბიზნესისთვის საჭირო კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის საბუღალტრო, საგადასახადო და ფინანსური მიმართულებით. Loialte_ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.loialte.com.ge
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)