19:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 15:21:17, 867 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - 9 აპრილი ჩვენთვის ყოველთვის თავგანწირვისა და ეროვნული სიამაყის დღედ დარჩება

9 აპრილი თითოეული ჩვენთაგანისთვის ერთდროულად არის დიდი ტკივილისა და გამარჯვების სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, 9 აპრილი ყოველთვის თავგანწირვისა და ეროვნული სიამაყის დღედ დარჩება.

"1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლების იდეით გაერთიანებულ ქართველ ერს საბჭოთა ჯარი დაუპირისპირდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათგან 17 ქალი. ამ შემზარავი ტრაგედიით მთელმა მსოფლიომ გაიცნო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ამაყი საქართველო, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის პირობებშიც იბრძოდა საკუთარი და სხვა რესპუბლიკების თავისუფლებისთვის. 

1991 წლის 9 აპრილს კი, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ  პარლამენტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რითაც 21 დაღუპული გმირის ხსოვნა თავისუფლების მოპოვებას სამუდამოდ დაუკავშირა.

სწორედ ამიტომ, 9 აპრილი ჩვენთვის ყოველთვის დარჩება თავგანწირვისა და ამავდროულად, ეროვნული სიამაყის დღედ. ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე, ვინც მომდევნო თაობებს მოგვცა თავდადების მაგალითი და გვასწავლა დამოუკიდებლობის მნიშვნელობა", - წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics