01:21 - 26 Jun, 2026
|
2023-04-07 22:40:17, 1519 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი კანადაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა
საბრძოლო მასალებისა და მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე მოლაპარაკებებისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი კანადაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანადაში ვიზიტი კანადურ კომპანიასთან ატომურ ინდუსტრიაში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას მოიცავს, უსაფრთხოების ზომების გათავალისწინებით უკრაინული მხარე ვიზიტის ზუსტ დროს არ აკონკრეტებს. "ახლა ჩვენ გვჭირდება მძიმე ჯავშანტექნიკა და გვჭირდება მეტი საარტილერიო ჭურვები: საბრძოლო მასალები ჰაუბიცებისთვის და საბრძოლო მასალა ტანკებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კონტრშეტევის ორგანიზებისთვის," - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)