|
2023-04-06 11:39:07, 757 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა. დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 14 ავტომობილი რენო დასტერი, 6 ბაგი და 8 გასაბერი ნავი შეემატა. ახალი აღჭურვილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალდარღვევების გამოვლენისთვის, როგორიცაა უკანონო ტყითსარგებლობა, ბრაკონიერობა და ჰაერის დაბინძურება. „გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილში უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ვახორციელებთ. რეფორმები გულისხმობს სამართლებრივი რეგულაციების დაახლოებას ევროკავშირის მოთხოვნებთან. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან. ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილება და პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მიღებული რეგულაციების აღსრულება და გარემოსდაცვითი კონტროლი. სწორედ აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. „ამ ეტაზე, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებით, ასევე დონორების, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შევიძინეთ სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკა - დრონები, ფოტოხაფანგები, ვიდეორეგისტრატორები, ასევე, ჰაერში მტვრის ნაწილაკების გამზომი თანამედროვე ხელსაწყოები. აღჭურვილობა დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს გადაეცემა, რაც მათ დაეხმარება, უფრო ეფექტიანად განახორციელონ გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევების პრევენცია და გამოვლენა-აღკვეთა“, - განაცხადა მინისტრმა. ახალი რენო დასტერები აღჭურვილია „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად მიუვალ ადგილებში პატრულირებისთვის კი, დეპარტამენტის თანამშრომლები „ბაგებს“ გამოიყენებენ. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, ასევე, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ECO.Georgia და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით უკანონო თევზჭერის მიმართულებით. „ბრაკონიერები იმდენად ანადგურებენ ჩვენს იხტიოფაუნას, რომ შეიძლება მისი აღდგენაც კი გაჭირდეს. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია, ამ მიმართულებით როგორც შესაბამისი მკაცრი სანქციების არსებობა, ისე, ეფექტიანი კონტროლი. დეპარტამენტმა მაქსიმალურად უნდა იმუშაოს, რომ ბრაკონიერობა შეწყდეს“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ. საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“-ს ტყის მდგრადი მართვის კომპონენტის ხელმძღვანელის, კრისტიან გოენერის განმარტებით, გერმანიის მთავრობას სურს მხარი დაუჭიროს საქართველოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტყის სექტორის რეფორმის განხორციელებასა და ტყის შენარჩუნების ნაწილში. მხარდაჭერის მიზანია, ქვეყანას ჰქონდეს ტყის მდგრადი მართვის მექანიზმი და უზრუნველყოს როგორც სატყეო სექტორის შენარჩუნება, ასევე ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების დაცვა და კლიმატის ცვლილების შერბილება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)