05:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 19:24:01, 917 ნახვა

საზოგადოება
გიული ალასანია ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაზე - ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ

ვფიქრობ, რომ არის ობიექტური და ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ, - ასე გამოეხმაურა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გიული ალასანიას თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გაკეთებული დასკვნა მისთვის მძიმე იყო, მაგრამ არა მოულოდნელი, ვინაიდან ის ამ სურათს ბოლო თვეების განმავლობაში დღეში ორჯერ ხედავს.

"ვფიქრობ, რომ არის ობიექტური და ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ. დღეში ორჯერ შევდივარ უკვე მერამდენე თვეა და ამას ვხედავ. მძიმეა ეს დასკვნა, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელ არ იყო.

მოგვეცემა შესაძლებლობა ალბათ, რომ ეს დასკვნაც დავურთოთ იმ საბუთებს, რომელიც გვაქვს და მივცეთ შემდგომი მსვლელობა, რომ იქნებ კიდევ მოვახერხოთ გადარჩენა ჩემი შვილის", - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, დღეს სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მეოთხე სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება და დეპრესია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics