|
2023-04-03 18:59:43, 1581 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვუსურვებ რუსეთის პრეზიდენტს, დარჩენილი სიცოცხლე სარდაფში ტუალეტის ნაცვლად ვედროთი გაატაროს
შემიძლია ვუსურვო რუსეთის პრეზიდენტს, რომ დარჩენილი სიცოცხლე სარდაფში ტუალეტის ნაცვლად ვედროთი გაატაროს“ - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სოფლებში მოგზაურობისას განაცხადა. დღეს იგი იაგოდნოიე ჩერნიგოვის რეგიონის სოფლებს ეწვია. „რუსებს ჯერ კიდევ აქვთ წასვლის დრო, თორემ ჩვენ გავანადგურებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთის ფედერაციის ტერორისტებს არ შეგვიძლია მივცეთ საშუალება, მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ იქიდან გავიდნენ, თორემ გავანადგურებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა ზუსტად არ თქვა, როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად კონტრშეტევისთვის, მაგრამ შეკრებილი ხალხი დაარწმუნა, რომ სამხედროები ემზადებიან "ბრძოლაში ძლიერებისთვის და ჩვენი მიწის დეოკუპაციისთვის". ზელენსკიმ კომენტარი, რუსი პროპაგანდისტის პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში აფეთქებაზეც გააკეთა, მისი თქმით რუსეთმა უნდა იფიქროს იმაზე, რაც ხდება პეტერბურგში ან მოსკოვში. „მე სხვა ქვეყანაზე ვფიქრობ“; - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)