08:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 12:51:32, 725 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლად გარკვეულ მანძილზე

პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყენებს დამხმარე საშუალებებსაც, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშილმა უარი თქვა იმ პროცედურების გაგრძელებაზე, რაც მის რეაბლიტაციას გულისხმობს. 

"რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, რაიმე განსაკუთრებული გაუარესება, მაგალითად, ნევროლოგიური სტატუსი, არ აღენიშნება პაციენტს. პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყენებს დამხმარე საშუალებებსაც. 
ჩვენ ამიტომ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი, რომელიც არის რეაბილიტოლოგი და ატარებდა შესაბამის პროცედურებს, რომ კიდევ უფრო გააქტიურებულიყო, იგი ხელს უწყობდა კუნთოვანი მასის განვითარებასა და მოძრაობაში გააქტიურებას, მაგრამ პაციენტმა, სამწუხაროდ, უარი განაცხადა ამ პროცედურების გაგრძელებაზე. ჩვენ, არაერთხელ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი არაერთხელ, რომელმაც ასევე დააფიქსირა ჩაკეტილ სივრცეში შეუგუებლობა, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი", - აღნიშნა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 2 აპრილს კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმი შევიდა. როგორც კონსილიუმის წევრებმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და დასჭირდება სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics