08:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 11:24:45, 826 ნახვა

საზოგადოება
მერია - ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით სხვა ადგილებზე გაჩერდება

ზურაბ ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების ადგილმდებარეობა დროებით შეიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პეკინის გამზირიდან ზურაბ ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი პეკინის გამზირისა და კანდელაკის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ჟიული შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სიმონ კანდელაკის ქუჩა N5-თან, ჟვანიას მოედნის გადაკვეთამდე გაჩერდება.

რაც შეეხება იური გაგარინის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათთვის გაჩერების ადგილი უცვლელი რჩება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics