09:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 11:12:35, 895 ნახვა

საზოგადოება
ქვეყნის მწვანე და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარებისთვის მსოფლიო ბანკთან შეთანხმებები გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა  დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმებებს, რომელთა მიზანია საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნისთვის გამოყოფილი იქნება 46.2 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამა მოიცავს კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებებს (ტყის მდგრადი მართვა, სამრეწველო ემისიების მართვა, განახლებადი ენერგიების წარმოება), პირობითი ვალდებულებებისა და ფისკალური რისკების შერბილებას (სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის პროცედურები და მმართველობის ფორმები), მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას (ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, გადახდის სისტემები და გადახდის სერვისები).

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი ითვალისწინებს 69,3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. პროექტის ძირითადი მიზანია: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება; ეროვნული ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატისადმი მდგრადი დაგეგმვისთვის; პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics