04:01 - 26 Jun, 2026
|
2023-03-31 15:31:46, 1971 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა, რათა რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგოს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, რუსეთის ძალებისგან გათავისუფლების წლისთავზე, ზელენსკისთან ერთად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ჩავიდნენ. ლიდერები წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მივიდნენ, რომლის ეზოშიც გასულ წელს, მოკლული ადგილობრივი მცხოვრებლების მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)