09:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 12:02:03, 821 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ბრიუსელში, საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატისა (DG NEAR) და სხვადასხვა სექტორული სამსახურის (DG) წარმომადგენლებთან შეხვედრებში მონაწილეობდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ნინო თანდილაშვილმა კონსულტაციები გამართა სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დირექტორატების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.

"შეხვედრების ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პროგრესის შესახებ სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და კლიმატის ცვლილებების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით არსებულ შედეგებზე. 

ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ეროვნული კანონმდებლობისა და სისტემების ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.  დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება და ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების ვიზიტი საქართველოში მეტი სექტორული და ინსტიტუციური დაახლოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 

საქართველოს უწყებათაშორის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ხელმძღვანელობდა", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics