|
2023-03-28 23:05:44, 1580 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - არცერთ ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა
არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უზრუნველყოფს რუსეთის აგრესიის სრულად შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანასა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი მიიღებს მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს რუსეთის აგრესიის სრულად შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანასა და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)