|
2023-03-28 19:42:27, 1452 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრემიერი - ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმის გამო, ბელარუსს ახალი სანქციები ემუქრება
ბელარუსს ახალი სანქციები ემუქრება იმის გამო, რომ რუსეთი იქ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის სახელმწიფოს განცხადებების მხარდაჭერა ბელარუსს ძვირად დაუჯდება და ლუკაშენკოს რეჟიმი ბევდად უფრო მკაცრ სანქციებს მიიღებს. "რუსეთის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, განცხადება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, აუცილებლად გამოიწვევს დამატებითი სანქციების გამოცხადებას. სანქციების დონე ბევრად უფრო მკაცრი იქნება ლუკაშენკოს რეჟიმისთვის", - თქვა მორავიეცკიმ. ცნობისთვის, 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსის ტერიტორიაზე გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)