02:31 - 26 Jun, 2026
|
2023-03-23 09:42:49, 1042 ნახვა
სამართალი
მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია ''ექსპრესნიუსს'' შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში მბობენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 65 წლის კაცის ცხედარი გუშინ, გამთენიისას მუხიანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე იყო ცეცხლის კვალიც, რის გამოც ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს, ადგილზე მისულ ჯგუფს კი, ლიფტის შახტში მამაკაცის ცხედარი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)