10:03 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 23:04:35, 1024 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის.

მიუხედავად ამისა, 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, გამოიკვეთა მე-3 მუხლის დარღვევა, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ ანდა ღირსების შემლახველ მოპყრობას.

სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლებას ასევე მოახსენა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიარა ქვეყანაში არსებული ყველა მკურნალობა, მისი მდგომარეობა „სწრაფად უარესდებოდა“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მონაცემნთა დაცვის კანონი, მაშინ, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანისას წამების ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნეს.

მოხსენებაში ასევე გამოთქმული იყო შეშფოთება, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისგან დაცვაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics