08:49 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 11:31:51, 851 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტები და ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ირაკლი დარჩიაშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან პოლონელი ექიმები, რადგან პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად კრიტიკულია.

‘’ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არა ევროპარლამენტარების, არამედ პუტინის მოწოდებებს ასრულებენ.

"იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასრულებენ არა იმ მოწოდებებს, რომლებიც ისმის ევროპარლამენტარების მხრიდან, არამედ რაც არის დაანონსებული ლავროვის, ზახაროვას, პუტინის მიერ და რასაც ადგილობრივ დონეზე ემსახურებიან რუსი პროპაგანდისტები. მათ შორის - ღარიბაშვილი, კობახიძე და სხვა რუსი პროპაგანდისტები. მოვუწოდებ ყველას, ვინც ხართ პასუხისმგებლები, ყველა თქვენგანის სანქცირების საკითხი აუცილებლად დადგება თუ არ შეასრულებთ ამ მოთხოვნებს’’ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, "ტვ პირველთან" საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics