00:06 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 10:12:19, 1173 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის ელჩი საფრანგეთში - თუ უკრაინა დამარცხდება, პოლონეთი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაერთვება

თუ უკრაინა ომში დამარცხდება, პოლონეთი რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაერთვება, - ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა, იან ემერიკ როშიშევსკიმ განაცხადა.

როგორც პოლონეთის ელჩმა ფრანგულ ტელეარხ LCI-თან საუბრისას აღნიშნა, როდესაც საფრთხე ღირებულებებს დაემუქრება, პოლონეთს არჩევანი აღარ ექნება.

„დღეს ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ არჩევანი არ გვექნება“, - ამბობს პოლონეთის ელჩი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics