08:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 11:30:29, 1567 ნახვა

ომი უკრაინაში
ლანდსბერგისი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ყველაფერი დასრულდება მაშინ, როდესაც დამნაშავეები დაისჯებიან

ისტორია იქმნება. პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ქმნის ახალ პრეცედენტებს, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამბავი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ომის ყველა დანაშაულსა და აგრესიას გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.

"ისტორია იქმნება. პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ქმნის ახალ პრეცედენტებს. თუმცა,ამბავი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ომის ყველა დანაშაულსა და აგრესიას გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან", - წერს ლანდსბერგისი

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics