08:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 10:44:18, 1686 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - დაკავების ორდერი გამართლებულია, ვინაიდან პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერს გამოეხმაურა.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამართლებულია, ვინაიდან ის საერთაშორისოდ აღიარებული დამნაშავეა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებების გამო.

„ჩემი აზრით, ეს ორდერი გამართულებულია. აღსანიშნავია, რომ ის არაა საერთაშორისოდ აღიარებული, მათ შორის ჩვენ მიერ. ეს ძალიან ძლიერი სიგნალია. პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები“,  - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics