|
2023-03-15 17:02:09, 793 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერი - მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება
დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ გოცირიძის მეტრო, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ექსპლუატაციის მიღების პროცედურები და დასკვნის მიღების შემდგომ, გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში, რის შემდგომაც მეტროსადგურის გახსნა შესაძლებელი იქნება. "ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ, დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ გოცირიძის მეტრო" – განაცხადა ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)