00:08 - 05 Jul, 2026
|
2023-03-15 09:09:03, 1413 ნახვა
მსოფლიო
კირბი - შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. სამშაბათს, ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას კირბიმ თქვა, რომ აშშ-ის ინტერესებში არ არის, სხვამ ჩაიგდოს ხელში სადაზვერვო უპილოტო აპარატი, რომელიც რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად დაზიანდა. აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს, რუსული ავიაგამანადგურებლისა და ამერიკული სადაზვერვო დრონის შეჯახების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროოს. ცნობისთვის, გუშინ, 14 მარტს რუსული "სუ-27" მოიერიშე თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს - MQ-9-ს შეეჯახა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)